16 წლიანი პარლამენტარობის შემდეგ ანზორ ბოლქვაძე კვლავ არჩევნებისთვის ემზადება, პარლამენტის წევრობას ახლა უკვე მეხუთე ვადით აპირებს. ამჯერად ბოლქვაძე ქართული ოცნების დელეგატია რაც პრემიერ მინისტრის განმარტებით ნიშნავს იმას , რომ პროპორციულ სიაში გამსვლელ ადგილზე იქნება წარმოდგენილი.ამჟამად ბოლქვაძე ხულოს,შუახევის,ქედისა და ხელვაჩაურის მოქმედი მაჟორიტარია . იგი პარლამენტში ორჯერ ნაციონალური მოძრაობის,ორჯერ კი ქართული ოცნების წარდგინებით შევიდა.
რაც შეეხება გეგმებს, აქცენტს უკვე არსებული პროექტების გაგრძელებაზე აკეთებს.მმართველი პარტიის დელეგატი ბათუმში მომღერალი აჩიკო ბერიძე იქნება , რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა და რა გეგმები აქვს ბათუმის განვითარებასთან დაკავშირებით - ბერიძემ სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთა.რაც შეეხება ქობულეთს, აქ ქართული ოცნების დელეგატად ბიზნესმენი გია ჭყონია დაასახელეს, ჭყონია ქართული ოცნების ერთ-ერთი შემომწირველია.