ქალთა სოციალურ ეკონომიკური გაძლიერების საგრანტო პროგრამა ხულოში

15 აგვისტო 2024, 14:55 346 ნახვა

ხულოს მერიაში ქალთა სოციალურ ეკონომიკური გაძლიერების საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიღებული განაცხადების საფუძველზე გამარჯვებული ბენეფიციარები უკვე გამოვლინდა. საპროექტო განაცხადებები თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან დაკომპლექტებულმა კომისიამ ორ ეტაპად გადაარჩია.

საბოლოო გამარჯვებულები ხმათა უმრავლესობით გასაუბრების საფუძველზე გამოვლინდა. პროექტის ბიუჯეტი წელს 45 ათასი ლარი იყო, რის საფუძველზეც 9 განაცხადი დაკმაყოფილდა. ქალთა სოციალურ ეკონომიკური გაძლიერების პროექტს ხულოს მერია წელს მეორედ ახორციელებს. პროგრამის მხარდამჭერია კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში