31 ივლისის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 5.3 მილიარდ ლარს გადააჭარბა - სააგენტო

13 აგვისტო 2024, 17:15 182 ნახვა

2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 5.3 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.2 მილიარდ ლარს მიაღწია. აღნიშნულ მონაცემებს საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 2024 ივლისში თითქმის ერთი წელი გავიდა სამი პორტფელის გაშვებიდან. ამ პერიოდში აკუმულირებული ამონაგებით, როგორც ნომინალურ, ისე რეალურ რიცხვებში დინამიკური პორტფელი ლიდერობს.

„2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 12.6% შეადგინა. იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები, შესაბამისად, 11.5% და 9.9% იყო. აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. ივლისის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი – 52%, დაბალანსებულში – 32%, ხოლო კონსერვატიულში 18% იყო“, - აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს ინფორმაციაში.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო სქემაში მილიონ 539 ათასი ადამიანია გაწევრიანებული, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 11,858-მა პირმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში