გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

13 აგვისტო 2024, 10:05 373 ნახვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო მოქალაქეს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გორში ჰქონდა მოწყობილი.

საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო 21 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე.

ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი