ლაშა გურული და ნინო სალუქვაძე პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნდნენ

12 აგვისტო 2024, 10:16 284 ნახვა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებიდან ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლაშა გურული და ოლიმპიადის რეკორდსმენი, ლეგენდარული ნინო სალუქვაძე სამშობლოში დაბრუნდნენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებს ოჯახის წევრები, გულშემატკივრები, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ და მიღწეული წარმატება მიულოცეს.

პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალში ქართველი მოკრივე ლაშა გურული კუბელ ერისლანდი ალვარეს ბორხესს შეხვდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ნინო სალუქვაძემ, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ლეგენდარულმა მსროლელმა საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა და პარიზში ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.

საერთო ჯამში, ქართულმა დელეგაციამ შვიდი მედალი მოიპოვა, სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში