ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის სამინისტროში სენატორების ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა.მან თქვა რომ გამოხატა გულისტკივილი და გაკვირვება იმასთან დაკავშირებით, რომ „ღირსეული პარტნიორი 2024“ გადაიდო, თუმცა მისივე თქმით აგრძელებენ მზადებას იმისთვის, რომ 2025 წელს საერთაშორისო წვრთნები ჩატარდეს.
საუბარი შეეხებოდა თავდაცვის სამინისტროში არსებულ თანამშრომლობაზე, იმ გამოცდილებაზე, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა და იმ პოზიტიურ შედეგებზე, რომელიც ამ თანამშრომლობას გააჩნია - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.