აჩიკო ბერიძის სოლო-კონცერტი

11 აგვისტო 2024, 11:55 158 ნახვა

მომღერალ აჩიკო ბერიძის სოლო კონცერტი გაიმართა ბათუმის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე. მომღერალმა მსმენელს თავისი რეპერტუარიდან ცნობილი და ყველასათვის საყვარელი სიმღერების ახლებური ვერსიები შესთავაზა. იყო რამდენიმე სიმღერის პრემიერაც. კონცერტი  სრული ანშლაგით დავით მაზანაშვილის ბენდისა და საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრის თანხლებით მიმდინარეობდა.

კონცერტი ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე დღეს 11 აგვისტოსაც ფესტივალ ,,სიმღერაა მთელი ჩემი ცხოვრება“-ს ფარგლებში გაიმართება. კონცერტში აჩიკო ბერიძის მეგობრები ცნობილი სოლო შემსრულებლები და ჯგუფი ალილოც მონაწილეობდა.  კონცერტის რეჟისორი: ზაზა სიხარულიძე იყო. მხარდამჭერი კი აჭარის განათლების კულტურისა და  სპორტის სამინისტრო იყო.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში