საქართველოს პრეზიდენტი: "მე მხარს ვუჭერ თვითმმართველობის გაღრმავებას"

06 აპრილი 2017, 00:00 2252 ნახვა

"მე მხარს ვუჭერ თვითმმართველობის გაღრმავებას" - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისში სტუდენტებთან შეხვედრისდროს გააკეთა. პრეზიდენტი  თვითმართველობის შესახებ კანონში  შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა.  
 ქუთაიში სტუდენტებთან პრეზიდენტმა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თვითმმართველობის მნიშვნელობის, მისი გაძლიერების შესახებ ისაუბრა და სტუდენტებს და პროფესურას მოუწოდა ჩაერთონ იმ პროცესებში.  "ყოველთვის ვიყავი თვითმართველობის გაღრმავების მომხრე. იმ ფონზე, რომ შევარდნაძის ხელისუფლების დროს მეუბნებოდნენ, რომ თვითმართველობას შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნია და ბევრ შეცდომას დაუშვებს,  იგივეს მეუბნებოდნენ ნაციონალური მოძროაბის დროსაც. კიდევ უფრო მეტი, მეუბნებოდნენ რომ საზოგადოებაში არ არის შესაბამისი კვალიფიკაცია.  თუ ქართველი ხალხი მიხვდა და ბრძენი ედუარდი აირჩია, თუ ქართველი ხალხი მიხვდა და ბრძენი მიშა იარჩია, რატო ვერ მიხვდება აირჩიოს საკუთარი სოფლის გამგებელი.  ასევე ყურით მოთრეული თემებია თვითმართველობის განვითარებასთან მიმართებაში, თითქოს ეს სეპარატიზმს შეუწყობს ხელს რეგიონებში. დამიჯერეთ ეს არის აბსოლიტურად ტყუილი, ხალხმა უნდა აირჩიოს საკუათარი ხელისუფლება და აკონტროლოს იგი. შეხვდეს მას ქალაში და ესაუბროს" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენმა.

ამავე კატეგორიაში