აგვისტოს ომის გმირი თენგიზ ჭაღალიძე გაიხსენეს სოფელ ციხისძირში

09 აგვისტო 2024, 18:02 420 ნახვა

2008 წლის აგვისტოს ომის გმირის, თენგიზ ჭაღალიძის სხოვნის პატივსაცემად დღეს დაღუპული ჯარისკაცის საფლავზე შეიკრიბნენ. ომის გმირს პატივი მიაგეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი სამშობლოსადმი თავგანწირვის ისტორია. თენგიზ ჭაღალიძე  ომში 20 წლის ასაკში წავიდა და მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში ირიცხებოდა.

ის სამედიცინო ნაწილის კაპრალი იყო. თენგიზ ჭაღალიძე ცხინვალის მისადგომებთან, ბრძოლისას დაიღუპა, სადაც დაჭრილი ბოლომდე იბრძოდა. ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულის საფლავი ყვავილებით შეამკეს და ოჯახს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადეს თანასოფლელებმა, ახლობლებმა, ადგილობრივი მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი