უკრაინის საჯარისო ნაწილები რუსეთში შეიჭრნენ

07 აგვისტო 2024, 18:01 416 ნახვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას რომ კურსკის ოლქის სიღრმეში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩერეს. კურსკის ოლქში შეჭრის შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები შევიდნენ ნიკოლაევო-დარიინოს, დარიინოს და სვერდლიკოვოს დასახლებებში.გავრცელებული ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, შეძლეს საკონტროლო ზონის გაფართოება . რუსული მხარის ინფორმაციით, კურსკის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულთა შორის 6 ბავშვია.   რუსეთის პრეზიდენტის,   განცხადებით, კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენები უკრაინის მხრიდან “მასშტაბური პროვოკაციაა.”

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში