სოფო ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოსამართლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა 

06 აგვისტო 2024, 14:05 479 ნახვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ  კლინიკა ,,ვივამედთან”, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

სოფო ჯაფარიძის განცხადებით, საზღვრის კვეთის საქმეზე, მოსამართლე მიხეილ ჯინჯორიამ, დასაბუთების გარეშე შეუფარდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს წინასწარი პატიმრობა.

ჯაფარიძის განცხადებით ეს ნიშნავს, რომ ოცნებას ეშინია მიხეილ სააკაშვილის.  

ამბობს რომ მიხეილ სააკაშვილს არა თუ მოწმეებთან კომუნიკაციის, არამედ სატელეფონო ზარების განხორციელებისა და მასთან დეპუტატების შესვლის უფლებაც კი წართმეული აქვს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი