საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ჩართულობა სამხრეთ კორეაში, ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში. საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება ჰქონდათ , გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.
ამასთან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით შეხვედრებიც გამართეს.
გამოფენაზე წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 500 ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია იყო წარდგენილი.