დღეს მაღალმთიან აჭარაში სახალხო ზეიმი შუამთობა იმართება, ბეშუმში სტუმრების წინაშე ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან, ამ ეტაპზე კი იმართება სპორტული შეჯიბრებები და სხვადასხვა ღონისძიება.
სახალხო დღესასწაულს ესწრებიან საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომლებმაც ხალხს შუამთობა მიულოცეს და განცხადებებიც გააკეთეს.