კულტურის სახლის რეაბილიტაცია

05 აპრილი 2017, 00:00 4098 ნახვა

ხელვაჩაურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო და პირველი ეტაპი წელს დასრულდა. ორსართულიანი შენობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებულია. მოეწყო პანდუსები და  ლიფტი დამონტაჟდა.    პროექტის თანახმად, სარემონტო სამუშაოებზე 837 555 ლარი დაიხარჯა. ნაწილობრივ მინით შეფუთული კულტურის სახლის  დარბაზი, რომლის სცენა ლითონის კონსტრუქციით შეიკრა, 450 მაყურებელს დაიტევს.   სამუშაეობს კომპანია „ნიკა“ აწარმოებს.   მეორე ეტაპის სამუშაოები  სცენისა და განათების სისტემის მოწყობას, ასევე, დარბაზის ინვენტარით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. სამუშაოებზე 50 ადგილობრივია  დასაქმებული. რეგიონში, 2013 წლიდან დღემდე, 17 სასოფლო კლუბის   რეაბილიტაციისთვის 188 550 ლარი დაიხარჯა. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი