უფასო საპარკინგე სივრცე ბათუმის სტადიონთან

02 აგვისტო 2024, 14:44 1485 ნახვა
00:00
00:00

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით  ბათუმის სტადიონზე არსებული საპარკინგე სივრცე მძღოლებისთვის უფასო იქნება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ათასზე მეტი ავტომობილის გაჩერება იქნება შესაძლებელი. 

მძღოლები უფასო პარკინგით დღეიდან სექტემბრის ბოლომდე ისარგებლებენ. 

ინიციატივა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს ეკუთვნის.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში