ჩინური კონსორციუმი გამარჯვებულად იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუ პირობები, რომლებიც დასაზუსტებელია, საკონკურსო პირობებთან შესაბამისობაში იქნება - დავითაშვილი

01 აგვისტო 2024, 13:30 305 ნახვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ჩინური კონსორციუმი გამარჯვებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუ პირობები, რომლებიც დასაზუსტებელია, საკონკურსო პირობებთან იქნება შესაბამისობაში.

„ერთი პრეტენდენტი გამოვლინდა, დაფიქსირდა, მაგრამ გამარჯვებულად არ გამოგვიცხადებია. გამარჯვებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუ ის პირობები, რომლებიც დასაზუსტებელია, იქნება შესაბამისობაში საკონკურსო პირობებთან. ამაზე მიდის დიალოგი და ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, დღეს გამოვაცხადოთ გამარჯვებულად ეს კონსორციუმი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, გამარჯვებულად, შესაძლოა, ჩინური კონსორციუმი არც გამოცხადდეს.

„შესაძლოა, არც გამოცხადდეს, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, დიალოგის პროცესში მოხდება შესაბამისობაში მოყვანა წინადადების საკონკურსო მოთხოვნებთან და ამ შემთხვევაში გვეყოლება გამარჯვებული. ვადები არ გვაქვს შეზღუდული. მუშაობს ჩვენი საკონსულტაციო კომპანია, იცით, აყვანილი გვყავს რამდენიმე საკონსულტაციო კომპანია, რომლებიც ჩვენთან ერთად მუშაობენ.

ძირითადად, ისინი სწავლობენ განახლებულ წინადადებას. შემდგომში მივიღებთ მათ მოსაზრებებს და ამ მოსაზრებების გაზიარების შემდეგ კონსორციუმთან ჩატარდება კიდევ ერთი რაუნდი, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ იმედი გვაქვს, დაზუსტდება ის პირობები"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი