"ევროპის მომავალი" - სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საკითხიც განიხილეს. სიტყვით გამოსვლისას სენატორებმა გამჭვირვალობის შესახებ მიღებულ კანონზე გააკეთეს აქცენტი და განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია ის დაუახლოვდეს ევროპულ და არა რუსულ პრინციპებს.
ამერიკელ კანომდებლებს მიაჩნიათ, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ უნდა გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და დააწესოს ფინანსური სანქციები.
სენატორი შაჰინი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ვაშინგტონი "მკაფიო" იყოს იმის თაობაზე, რომ "ორპარტიული წინააღმდეგობა არსებობს იმის მიმართ, რაც საქართველოში ხდება", ამასთან იმედოვნებს, რომ "საქართველოს მთავრობას ესმის, რომ ეს ორპარტიული საკითხია."
სენატის სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი ჯიმ ობრაიენი იყო, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. მან აღნიშნა, რომ აუცილებლად ნათელი უნდა იყოს საქართველოს მმართველი გუნდისთვის ის, რომ არსებობს გზა უკან, მათ შორის კი დაასახელა თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები.