ჩაისუბანში ტურისტი გველის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა

30 ივლისი 2024, 18:00 582 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში გერმანელი ტურისტი გველის ნაკბენით გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, 44 წლის კაცი სოფელში, ცოლ-შვილთან ერთად სპეციალურად კემპინგისთვის განკუთვნილი ავტომობილით იმყოფებოდა. მათივე განცხადებით, ის ქვეწარმავალზე დაკვირვებას აწარმოებდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ქვეწარმავლის კბენიდან რამდენიმე წუთში ადგილზევე გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ტერიტორიაზე ხშირად შეუმჩნევიათ ტურისტების სპეციალური ჯგუფი, სავარაუდოდ, სერპენტოლოგები, რომლებიც სოფელში ქვეწარმავლების დასაჭერად კონტეინერებით დადიან. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი