ქობულეთის ვიცე მერი ირაკლი ცეცხლაძე გახდა. ის თანამშრომლებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის მერთან ერთად წარუდგინა.
მთავრობის ინფორმაციით, ირაკლი ცეცხლაძეს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის წლების განმავლობაში შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის პოზიციას იკავებდა.
დღემდე ქობულეთის მერის პირველი მოადგილის პოზიციას დავით ვერულიძე იკავებდა, რომელიც საქმიანობას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში გააგრძელებს.