გიორგი გოჩოლეიშვილი "კოპენჰაგენის" ფეხბურთელია

29 ივლისი 2024, 13:25 481 ნახვა
 

საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას დანიურ “კოპენჰაგენში” გააგრძელებს.

23 წლის ქართველი დანიურ გუნდს დონეცკის “შახტარიდან”ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა.

გიორგი გოჩოლეიშვილი “საბურთალოს“ აღზრდილია, 2022 წელს “შახტარს“ შეუერთდა, სადაც ორ სეზონში 36 მატჩში 1 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში მან ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა, სადაც თავი ერთი საგოლე პასით გამოიჩინა.

დონეცკელთა რიგებში ახალგაზრდა ქართველი მცველი ორჯერ უკრაინის ჩემპიონი და ერთხელ უკრაინის თასის გამარჯვებული გახდა.

"კოპენჰაგენი“ გასულ სეზონში დანიის ჩემპიონი ვერ გახდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში