ბათუმის მერიის პასუხი ინკლუზიურ თეატრალურ დასს

26 ივლისი 2024, 14:44 76 ნახვა

ბათუმის ინკლუზიური თეატრალური დასის ხელმძღვანელს მერიაში პასუხობენ. მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ  შეზღუდული შსაძლებლობის მქონე პირთა შემოქმედებით აქტივობებში ჩართულობის ხელშეწყობა ბათუმის მერიის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელდა.  აქვე  განმარტავენ, რომ. 2019 წელს შშმ პირთა თეატრალურ ხელოვნებაში ჩართვის მიზნით, ბათუმის მუნიციპალიტეტის ინიციატივით ახალგაზრდულ ცენტრთან არსებული ხელოვნების კლუბში დაიდგა სამი სპექტაკლი. საზოგადეობის ინტერესიდან გამომდინარე  მერიამ  ინიციატივა ახალგაზრდული ცენტრის ქვეპროგრამად აქცია  და პროექტისთვის 2024 წლის ბიუჯეტით 60 000 ლარი გაითვალისწინა.

აქვე განმარტავენ, რომ  2021 წელს ანალოგიური შინაარსის პროექტი ,,შენი იდეა ბათუმს"  ნატალია გალოგრემ წარადგინა. პროექტზე გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი, და გაიმარჯვა ნატალია გალოგრემ.  ინკლუზიური სპექტაკლების დადგმაზე  ბათუმის მერია  ტენდერს 2019 წლიდან აცხადებს. მერიის ინფორმაციით წელს გამოცხადებულ ტენდერში  ორმა პრეტენდენტმა მიიღო, მაგრამ  დოკუმენტაციის წარმოდგენა სრულად ვერც ერთმა ვერ შეძლო, რის გამოც ტენდერი  მეორედ გამოცხადდა.

ამ შემთხვევაში კი როგორც ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაში განმარტებული ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა ლეილა სეფერთელაძემ.  სატენდერო კომისიიის გადაწყვეტილება  გაასაჩივრა  ნატალია გალოგრემ. საკითხი განიხილა დავების საბჭომ და საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 

ლეილა სეფერთელაძემ დოკუმენტაცია მერიას ხელახლა წარუდგინა რაც  სატენდერო პირობებითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში