ბათუმი თავისუფალ პირამიდაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

24 ივლისი 2024, 14:03 401 ნახვა

ბათუმი თავისუფალ პირამიდაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. კონტინენტის პირველობა საქართველოში მეორედ ტარდება.

ევროპის ჩემპიონატზე ოფიციალურად დარეგისტრირებულია 14 ქვეყანა: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ფინეთი, მოლდოვა, ისრაელი, ყაზახეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, თურქმენეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი. ჩემპიონობისთვის 104 მონაწილე იბრძოლებს. ამათგან ოცი მობილიარდე საქართველოდანაა. აჭარა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

კონტინენტის პირველობა ევროპის სალუზო ბილიარდის ფედერაციის ეგიდით, ევროპის პირამიდის ფედერაციასთან ერთად ტარდება. ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად ხვალ დაიწყება და 28 ივლისს დასრულდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში