კახა წიქარიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

23 ივლისი 2024, 13:40 367 ნახვა

,,ეს იყო სისტემის გადაწყვეტილება“ - ასე გამოეხმაურა კახა წიქარიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად მისი დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა. წიქარიშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა, დეტალურად გაცნობის შემდეგ კი მას გაასაჩივრებს. 

მისივე  განცხადებით, წლებია ის ღიად აკრიტიკებს  საბჭოს საქმიანობას, კლანურ მმართველობას,  რის გამოც ეთქვა უარი საბჭოს წევრობაზე.  

თბილისის საქალაქო სასამართლოში  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ერთ-ერთმა  მსურველმა შეიტანა საჩივარი, მანუჩარ კაკოჩაშვილი ითხოვს საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე  პრეზიდენტს აეკრძალოს  ახალი კონკურსის ჩატარება და  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის დანიშვნა. 

ითხოვს 15 ივლისის განკარგულების ბათილად ცნობას,  ახალი აქტის გამოცემას  და უმაღლესი საბჭოს წევრად  მის დანიშვნას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი