გრიფით საიდუმლო საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი პირი ნადიმ ხმალაძე დაიბარა. ამის შესახებ ხმალაძემ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
გამოძიებას კითხვები უკვე 3 პირთან აქვს. ერთ-ერთი მათგანი, ლაშა ჭიღლაძე, უკვე წარსდგა მაგისტრი მოსამართლის წინაშე. ამავე საქმეზე, სუს-ში დაბარებულია ვაჟა ცეცაძეც. სავარაუდოდ, ისიც შეთქმულებისა და ტერორიზმის საქმეზე გამოიკითხება.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით არის აღძრული. იმის გამო, რომ საქმე გრიფით საიდუმლოა, სხვა დეტალები უცნობია.