საქართველოს წარმომადგენელთა ნაწილი განაგრძობს ლონდონში მნიშვნელოვან ღონისძიებებში მონაწილეობას, ამჯერად National Geographic-ის გასტრონომიული ფესტივალის ყურადღების ეპიცენტრში წელს პირველად - საქართველოა.
ფესტივალზე, “მასტერკლასის თეატრში” ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების 4 სესია იმართება, რომელშიც ქართველი შეფები და სომელიეები ვიზიტორებს ქართულ კერძებსა და ღვინოს გააცნობენ.