საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მეტოქე ირლანდიის ნაკრები იქნება

19 ივლისი 2024, 16:37 481 ნახვა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მეტოქე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ირლანდიის ნაკრები იქნება.

ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველი რაუნდის მატჩები 23-დან 29 ოქტომბრამდე გაიმართება.

გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მეორე ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც სლოვაკეთისა და უელსის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. აქ მოგებული კი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ირის ანტმანის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები მსგავს სტადიაზე პირველად გავიდა.

ევროპის ქალთა ჩემპიონატი 2025 წელს, 2-27 ივლისს, შვეიცარიაში გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში