საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი უნგრეთში

19 ივლისი 2024, 10:44 348 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი   უნგრეთში ჩავა. ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდება როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.

დაგეგმილია საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის შეთანხმებაზე ხელმოწერა, რომელიც საგარეო უწყების ინფორმაციით, ინვესტიციების ხელშეწყობასა და ურთიერთდაცვას ეხება. მოგვიანებით კი ილია დარჩიაშვილი და პიტერ სიიარტო მედიისთვის გააკეთებენ განცხადებებსაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი