ხულოს საკრებულოს ახალი დეპუტატი ჰყავს

19 ივლისი 2024, 10:33 356 ნახვა

ხულოს საკრებულოს  ახალი დეპუტატი ჰყავს. თემურ მიქელაძემ რამაზ გელაძე ჩაანაცვლა. 

ცვლილება პარტია ,,ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოს“ წევრის რამაზ  გელაძის  გადაწყვეტილებამ გამოიწვია.  მან  მანდატზე უარი თქვა და წარმომადგენლობითი ორგანო საკუთარი განცხადების საფუძველზე  დატოვა. იგი საკრებულოში პროპორციული წესით იყო არჩეული. 

აქვე გეტყვით, რომ   ხულოს საკრებულო  24 დეპუტატით არის დაკომპლექტებული, მათ შორის უმრავლესობა ,,ქართული ოცნებას“  წარმოადგენს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში