საქართველოს მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრაში მონაწილეობს. პრემიერ მინისტრმა განაცხადა რომ საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 სამიტი იმართება უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების კონტექსტში, რადგან ზაფხულში საბრძოლო მოქმედებების გაძლიერებაა მოსალოდნელი, საუბარი იქნება სხვა საკითხებზეც.
ჩვენი გადამღები ჯგუფი, ჯენი კვანტალიანი და მანუჩარ გურგენიძე აშუქებენ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე სამიტს, ჯენი კვანტალიანი გააგრძელებს თემაზე საუბარს მთავარის პირდაპირ ეთერში