გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა

18 ივლისი 2024, 15:29 120 ნახვა
 

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა. წარმატებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროთ გაიზარდა და 45 მილიონი ევრო გახდა.

მსგავსი ღირებულება აქვს პორტუგალიის ნაკრების მეკარე დიეგო კოშტას თუმცა პორტუგალიელი ქართველზე 1 წლით უფროსია.

შეგახსენებთ, რომ გიორგიმ ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტი 29 ბურთი მოიგერია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი