ჩინეთში სავაჭრო ცენტრში ხანძარმა 16 ადამიანი იმსხვერპლა

18 ივლისი 2024, 09:54 571 ნახვა

16 ადამიანი ემსხვერპლა ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ სიჩუანის პროვინციაში უნივერმაღში გაჩენილ ხანძარს. ხანძარი 14 სართულიან შენობაში გაჩნდა.

ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი ღია ეთერში აშუქებდა შემთხვევის ადგილზე მიმდინარე სამაშველო ოპერაციას, რომელიც დილის 3 საათზე დასრულდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. ზუსტი მიზეზის დასადგენად  გამოძიება მიმდინარეობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე