ტაილანდში, სავარაუდოდ, ციანიდით მოწამვლა გახდა ექვსი უცხოელის გარდაცვალების მიზეზი

17 ივლისი 2024, 09:01 387 ნახვა

ციანიდით მოწამვლა, სავარაუდოდ, გახდა ექვსი უცხოელის გარდაცვალების მიზეზი, რომელთა ცხედრები იპოვეს ბანგკოკის ძვირადღირებული სასტუმროს ერთერთ ნომერში. დაღუპულებს შორის არის ეჭვმიტანილი მკვლელიც - განაცხადა ტაილანდის პოლიციამ.

სწრაფი მოქმედების, მომაკვდინებელი ქიმიკატი იპოვეს ჭიქებსა და ჩაიდანზე სასტუმროს ოთახში და გარდაცვლილთა ნათესავებთან გასაუბრების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დაღუპულებს  ინვესტიციასთან დაკავშირებულ დავალიანებასთან დაკავშირებით დავა ჰქონდათ.

ექვსივე მსხვერპლი  ეთნიკურად ვიეტნამელია, მათგან ორი აშშ-ს მოქალაქეა. პოლიციის განცხადებით, გამოძიებაში ჩართულია აშშ-ს  ფედერალური საგამოძიებო სამმართველო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში