2024 წლის 6 თვეში მგზავრთნაკადი 30%-ით გაიზარდა

16 ივლისი 2024, 12:18 465 ნახვა

2024 წლის 6 თვეში მგზავრთნაკადი 30%-ით გაიზარდა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 3 მილიონ 220 ათას 599 მგზავრს მოემსახურა, რაც 30%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას და 29%-ით მეტია 2019 წლის იანვარ-ივნისში მიღებული მგზავრების რაოდენობაზე.

2024 წლის პირველ 6 თვეში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 124 599 მგზავრს მოემსახურა. ბათუმის კი  334 437 მგზავრს. ზრდა 2023 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 41%-ია.

მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 14 682 ავიარეისი შესრულდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი