ბიუროს სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში

15 ივლისი 2024, 19:45 435 ნახვა

ბიუროს სხდომა გაიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოში. დეპუტატებმა სხდომაზე ორი საკითხი განიხილეს. 62 მილიონი ლარით იზრდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი და თანხები მიმართული იქნება მეტწილად სამინისტროებზე. ასევე ტექნიკური ხასიათის ცვლილებები შედის უმაღლესი საარჩევნო კომისიის არჩევნების შესახებ კანონში, რომლითაც იგი საარჩევნო კოდექსთან უნდა მოვიდეს შესაბამისობაში.  უმაღლესი საბჭო ორივე საკითხს მომდევნი კვირაში რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს. ბიუროს სხდომას ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია არ ესწრებოდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში