მთის დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება თუშეთში გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა. საღამო კოცონთან მუსიკალური ნომრებით ადგილობრივმა და მოწვეულმა მუსიკოსებმა დაასრულეს.
მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს ტრადიციული კერძების დაგემოვნების, თუშეთისთვის დამახასიათებელი ეთნოკუთხისა და კულტურის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ.
ომალო მთის დღეებს უკვე მესამედ მასპინძლობს. მთავრობის მიერ ორგანიზებული ფესტივალი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში ტარდება. მთის დღეების მიზანი მთის კურორტების განვითარება და პოპულარიზაციაა.