აჭარაში თევზეულის ახალი სახელმძღვანელო დაიბეჭდა - ტურიზმის დეპარტამენტი

11 ივლისი 2024, 16:46 415 ნახვა
 

აჭარაში კიდევ ერთი კულინარიული გზამკვლევი „თევზეული ქართულ სამზარეულოში“ დაიბედა - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წიგნი, რომელშიც 80-ამდე ადგილობრივი, ქართული თევზის რეცეპტია თავმოყრილი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კულინარიული ტურიზმის პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით მოამზადა.

"წიგნში შავ ზღვასა და აჭარის შიდა წყლებში არსებული თევზეულობისგან მომზადებული ცივი კერძები, წვნიანი კერძები, შემწვარი და ლაზურად მომზადებული თევზის კერძებია შესული. მათ შორისაა თევზი ნიგვზითა და თხილის საწებლით, სხვადასხვა სოუსებით, თევზის ღვეზელი, ქაფშია (ხამსას) კერძები, თევზის მჭადები და შავ ზღვაში არსებული ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული კერძები.

გარდა რეცეპტებისა გზამკვლევში საუბარია თევზისა და ზღვის პროდუქტების მომზადების წესებზე, თევზის ზოგად კვებით და გასტრონომიულ ღირებულებაზე, მეთევზეობის ისტორიასა და კულტურაზე საქართველოში.

გასტრონომიული ტურიზმის დაინტერესებულ პირებს, გიდებს, საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს უფასოდ გადაეცემათ. ეს რიგით მეორე კულინარიული გზამკვლევია „კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“ წიგნის შემდეგ, რაც სააგენტომ გასტრონომიული ტურიზმის განვითარების მიზნით აჭარაში მოამზადა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი