საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის კანდიდატად გიორგი გაბიტაშვილი აირჩია

11 ივლისი 2024, 11:51 391 ნახვა

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატად, საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია. შესაბამისად, პარლამენტს სწორედ მისი კანდიდატურა წარედგინება.

შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭომ გუშინ, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი - ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეირჩა.

გიორგი გაბიტაშვილმა კენჭისყრაში 11 ხმა მიიღო, რაც საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე მეტია. ვიქტორ ახალბედაშვილმა და დარეჯან ბუცხრიკიძემ ვერც ერთი ხმა ვერ მიიღეს.

საპროკურორო საბჭოს 12 მოქმედი წევრი ჰყავს. სხდომას დაესწრო საბჭოს ყველა წევრი „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას გარდა.

საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევის შემდეგ, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი