"თევზეული ქართულ სამზარეულოში" - კულინარიული გზამკვლევი

11 ივლისი 2024, 11:08 427 ნახვა

"თევზეული ქართულ სამზარეულოში" - ამ სახელწოდებით  კულინარიული გზამკვლევი მომზადდა. წიგნში შავ ზღვასა და აჭარის შიდა წყლებში არსებული თევზეულობისგან მომზადებული ცივი კერძები, წვნიანი კერძები, შემწვარი და ლაზურად მომზადებული თევზის კერძებია შესული.

გარდა რეცეპტებისა, გზამკვლევში მოცემულია თევზისა და ზღვის პროდუქტების მომზადების წესები, თევზის  კვებითი და გასტრონომიული ღირებულებები, მეთევზეობის ისტორია.  

წიგნი გასტრონომიული ტურიზმით დაინტერესებულ პირებს, გიდებს, საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს უფასოდ გადაეცემათ.

წიგნი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა კულინარიული ტურიზმის პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით მოამზადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი