მსოფლიო ბანკი მთლიანი ეროვნული შემოსავლების განახლებულ გლობალურ მონაცემებს აქვეყნებს.
ირკვევა, რომ საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე 2023 წელს 10%-ით გაიზარდა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს, 23 040 საერთაშორისო დოლარს გაუტოლდა.
მიღწევა საქართველოსთვის საეტაპო მნიშვნელობისაა, რადგან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად დაფიქსირდა ფაქტი, რომ კეთილდღეობის ამ გლობალური საზომით, საქართველომ გადაუსწრო ზოგად მსოფლიო მაჩვენებელს და აგრეთვე მაღალ- საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების დონეს.
ირკვევა, რომ ბოლოს, მსოფლიო დონეს საქართველო საბჭოთა კავშირის დროს 1990 წელს უსწრებდა, როცა ქვეყნის ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე 5840 საერთაშორისო დოლარს გაუთანაბრდა, მსოფლიო მაჩვენებლით კი 5%-ით ნაკლები, 5541 დოლარი იყო.
შედარებისთვის, 2012 წელს, საქართველოს მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე მხოლოდ 9960 დოლარი იყო, მსოფლიო მაჩვენებელი მას 41%-ით აღემატებოდა.