კოლუმბიის საზღვაო ფლოტმა 15 მიგრანტი ზღვაში დაღუპვას გადაარჩინა

10 ივლისი 2024, 08:09 368 ნახვა

15 მიგრანტი იპოვეს კოლუმბიის დასავლეთით  სან ანდრესის კუნძულებთან ახლოს ზღვაში. ინფორმაციას კოლუმბიის საზღვაო ფლოტი ავრცელებს. მიგრანტებს შორის იყვნენ ერთი კოლუმბიელი, ერთი ეკვადორელი, ერთი ირანელი, ერთი ნიკარაგუელი, ორი ყაზახი და სამი ვენესუელელი. გადარჩენილთა შორის იყო 6 არასრულწლოვანიც, ორი ყაზახი, სამი ვენესუელელი და კიდევ ერთი, რომლის ეროვნება უცნობია.

სანაპირო დაცვამ ერთი გარდაცვლილის ცხედარი იპოვა, უგზოუკვლოდ დაკარგული 4 ადამიანის ძებნა გრძელდება.

სან ანდრესის სანაპირო დაცვის სამსახურის განცხადებით, მიგრანტები ცდილობდნენ ნიკარაგუაში სიმინდის კუნძულის სახელით ცნობილ კუნძულამდე მიღწევას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში