ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

10 ივლისი 2024, 10:09 632 ნახვა
 
ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. ესპანეთი ნახევარფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
 
ევროპის ჩემპიონატის მეორე ფინალისტი ნიდერლანდებსა და ინგლისს შორის მატჩში გამოვლინდება, რომელიც 10 ივლისს დორტმუნდში გაიმართება.
 
ამ მატჩში გამარჯვებული კი ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება.
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში