საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 2023 წელს 11,75%-ით გაიზარდა - მსოფლიო ბანკი

09 ივლისი 2024, 10:12 516 ნახვა

მსოფლიო ბანკი მთლიანი ეროვნული შემოსავლების განახლებულ გლობალურ მონაცემებს აქვეყნებს.

ირკვევა, რომ  საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი მსყიდვეულნარიანობის პარიტეტის მიხედვით  2023 წელს 11,75%-ით გაიზარდა, 86,6 მილიარდ საერთაშორისო დოლარს გაუტოლდა და იმ 30 ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებმაც გასულ წელს მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავლის ზრდა ორნიშნა მაჩვენებლით  მოახერხა.

მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავლის მიხედვით 2023 წელს საქართველომ უკვე არსებითად გადაუსწრო ლატვიას, რომლის მაჩვენებელი 2022 წელს საქართველოს მსგავსად 77 მილიარდი საერთაშორისო დოლარი იყო და 2023 წელს მხოლოდ 78 მილიარდამდე გაიზარდა, რაც 11%-ით ჩამოუვარდება საქართველოს 2023 წლის  მაჩვენებელს.

აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც 2 წლის წინ, 2021 წელს ლატვიის მთლიანი ეროვნული შემოსავალი საქართველოს მაჩვენებელს 2,4 მილიარდი საერთაშორისო დოლარით აღემატებოდა, 2023 წელს კი საქართველოს მთლიანი ეროვნულ შემოსავალი 8 მილიარდ 700 მილიონი საერთაშორისო დოლარით აჭარბებს ლატვიის დონეს.

მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავლის ნომინალური მაჩვენებლით საქართველო უკვე უსწრებს ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას: ლუქსემბურგს, ისლანდიას, მალტას, კვიპროსს, ლატვიას და ესტონეთს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი