უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რაკეტების ნამსხვრევები დედაქალაქის 7 რაიონში დაფიქსირდა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განაცხადებით, ერთი რაკეტა ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩავარდა, რის გამოც პაციენტები ევაკუირებული არიან ქალაქის მუნიციპალურ საავადმყოფოებში.
უკრაინული მედია წერს, რომ კიევის შევჩენკოს რაიონში დაიბომბა საცხოვრებელი სახლი.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაზიანებული საავადმყოფოს ტერიტორიაზე ნანგრევების ქვეშ მოქალაქეები არიან მოყოლილი.