დიდი ბრიტანეთის ახალი მთავრობა ქვეყნის თავდაცვითი ხარჯების გაზრდას აპირებს

07 ივლისი 2024, 13:49 291 ნახვა

დიდი ბრიტანეთის ახალდანიშნული პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, მისი უპირველესი ვალდებულება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა და თავდაცვის გაძლიერება იქნება. 

ბრიტანეთის მთავრობის ახალი მეთაურის თქმით, მან უკვე გამართა მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან, რა დროსაც, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხიც განიხილებოდა.

სტარმერი ამბობობს, რომ მომავალ კვირაში ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე, ის დიდი ბრიტანეთის მხრიდან, ნატო-ს მხარდაჭერას დააფიქსირებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში