თანამედროვე სამყაროში დემოკრატია კარგ მდგომარეობაში არ არის - რომის პაპი

07 ივლისი 2024, 13:12 54 ნახვა

რომის პაპი აცხადებს, რომ შეშფოთებულია სამყაროში დემოკრატიის მდგომარეობით.

„თვალსაჩინოა, რომ თანამედროვე სამყაროში დემოკრატია, პირდაპირ რომ ვთქვათ, კარგ მდგომარეობაში არ არის. ეს გვაშფოთებს და გვაღელვებს, რადგან ფსონზე დევს კაცობრიობის კეთილდღეობა და არაფერი ადამიანური ჩვენთვის უცხო არ შეიძლება იყოს“, – ამბობს, რომის პაპი.

ფრანცისკემ ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატიულ პროცესებში მეტი ჩართულობაა საჭირო. 

„კეთილდღეობის გარკვეული ფორმები, რომლებიც არ აღიარებენ ადამიანთა ერთიანობას, წარმოადგენენ სოციალურ ფარისევლობას. ეს არ უნდა დავივიწყოთ. რა დგას სოციალური რეალობისგან დისტანცირების უკან? ეს გახლავთ გულგრილობა. გულგრილობა და პროცესებში ჩაურთველობა არის დემოკრატიის სიმსივნე“, – განაცხადა რომის პაპმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი