პოლიტიკური დონორების, სამოქალაქო ლიდერებისა და ბიზნესის წარმომადგენლების ჯგუფმა ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ მოუწოდა

06 ივლისი 2024, 10:14 209 ნახვა

პოლიტიკური დონორების, სამოქალაქო ლიდერებისა და ბიზნესის წარმომადგენლების გავლენიანმა ჯგუფმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წერილი გაუგზავნა, რომლითაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ მოუეოდეს. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

„ჩვენ პატივისცემით მოგიწოდებთ, უარი თქვათ არჩევნებში მონაწილეობაზე ჩვენი დემოკრატიისა და ერის მომავლისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც 168 ხელმომწერი ჰყავს.

ჯგუფმა წერილში ხაზი გაუსვა იმ მოვლენებს, რომელიც დონალდ ტრამპის არჩევის შემთხვევაში განვითარდება.

„ჩვენ ღიად განვაცხადეთ იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევას მოჰყვება. რისკები ამერიკისთვის არის სერიოზული: გლობალური და საშინაო არასტაბილურობა, ჩვენი მოკავშირეების მიტოვება, მეგობრული კაპიტალიზმი, პოლიტიკური ანგარიშსწორება, ქალთა და სხვა ჯგუფების უფლებების დარღვევა“, – ნათქვამია წერილში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში