სპეცმასწავლებელთა გამოცდა

05 ივლისი 2024, 18:00 75 ნახვა

საგამოცდო პროცესში დღეიდან მასწავლებლები ჩაერთვნენ. 4 საათს გრძელდება უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.  დავალებები 54 ქულით ფასდება. იმისთვის, რომ ზღვარი გადალახულად ჩაითვალოს საჭიროა გამოსაცდელმა დაძლიოს მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი.  მომდევნო დღეებში ჩანიშნულია საგნის გამოცდებიც.

პარალელურად ტარდება სტუდეტებისთვის საგრანტო კონკურსიც, რომელიც საშუალებას აძლევს აპლიკანტს მიიღონ ან  უკვე არსებული სახელმწიფო გრანტის ოდენობა გააუმჯობესოს. გამოცდაზე წელს სამი ათასი სტუდენტია რეგისტრირებული. ერთიანი ეროვნული გამოცდები ორშაბათიდან უცხო ენის გამოცდით განახლდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წელს დაფიქსირდა დაგვიანების სამი შემთხვევა, ერთი აბიტურიენტი კი გამოცდიდან მოიხსნა დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობის გამო

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი