აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, გამორჩეული მუსიკოსის, მევიოლინე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი მევიოლინის, დიდი პროფესიონალიზმით გამორჩეული მუსიკოსის ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო. მნიშვნელოვანია ქალბატონი ლიანას წვლილი ქართული მუსიკისა და კულტურის პოპულარიზაციაში.
ვიზიარებ ლიანა ისაკაძის ოჯახის, კოლეგების, მუსიკის მოყვარულების, საზოგადოების დიდ მწუხარებას",- აღნიშნავს თორნიკე რიჟვაძე