საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 

05 ივლისი 2024, 10:52 725 ნახვა

“ინტერსექტორული თანამშრომლობა, ტექნოლოგიების ტრანსფერი და ინოვაცია“ - საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროექტის მიზანი კვლევითი საქმიანობის გაძლიერება, შედეგების ხარისხის გაუმჯობესება და უმაღლესი განათლების ინტენაციონალიზაციის ხელშეწყობაა.

საზაფხულო სკოლა სამდღიანია და მასში 30 დოქტორანტია ჩართული, რომლებსაც ლექციებს წაუკითხავენ უცხოელი მკვლევარები.  ღონისძიება იმართება საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაცაა “ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“.

პირველი საზაფხულო სკოლა თბილისში ჩატარდა, სადაც მონაწილეები გადამზადნენ საგრანტო პროექტების შემუშავების მიმართულებით.

პროექტს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოს განათლების სამინისტრო ახორციელებს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი