წარმატებებს ვუსურვებ აბიტურიენტებს ცხოვრების ამ საპასუხისმგებლო ეტაპზე - თორნიკე რიჟვაძე

03 ივლისი 2024, 15:39 349 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აბიტურიენტებს მიმართავს და წარმატებას უსურვებს.

"ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ძვირფასო აბიტურიენტებო, წარმატებას გისურვებთ ცხოვრების ამ საპასუხისმგებლო ეტაპზე. მჯერა თქვენი ნიჭიერების, პროგრესულობის, მიზანდასახულობის.

თქვენი წარმატება და პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე თქვენი მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს სათქმელს იტყვით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.

კვლავ გავაგრძელებთ ახალგაზრდების ხელშეწყობას, განათლების ხელმისაწვდომობასა და თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნას. გგულშემატკივრობთ და გისურვებთ წარმატებას", - აღნიშნავს თორნიკე რიჟვაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში